|
2021-12-10 11:50:15, 442 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს დანაყოფებს სომხეთის პოლიციის უფროსი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს - ვაჰე ღაზარიანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ უმასპინძლეს. სააგენტოს დირექტორმა დელეგაციის წევრებს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის შენობა დაათვალიერებინა და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების პროცესსაც გაეცნენ. სააგენტოში ვიზიტის დასასრულს, სომეხ სამართალდამცველებს საჩუქრად სახელობითი სანომრე ნიშნები გადაეცათ. "საქართველოს ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოინახულეს. სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიაში მინისტრის მოადგილეებმა: ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრები სასწავლებლის საქმიანობის სპეციფიკას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების შენობები."- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)