|
2021-12-10 11:47:38, 782 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირება, არც კი იგრძნობოდა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე ყოველდღიურად მიდის ჭორაობა. „როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის ყოველ დღე მიდის სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ, „ხომ ვამბობდითო?“. სამი წელი ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)