|
2021-12-10 09:56:16, 1044 ნახვა
საზოგადოება
პრემიერის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი 1-ელი იანვრიდან აღარ გამკაცრდება
ცვლილებები, რომლებიც ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, 2022 წლის იანვრიდან აღარ ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%. 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%; 2025 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავის უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავის უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%. ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ რომ არა რეგლამენტის ცვლილება, ავტომობილების 50%-ზე მეტი დახარვეზდებოდა. „რეგლამენტში ჩადებული იყო, რომ 2022 წლიდან უნდა გამკაცრებულიყო გამონაბოლქვის კონტროლის ნორმები. რეალურად, დღევანდელი ინფორმაციით, გამონაბოლქვის ნაწილში მომავალი წლიდან არ იცვლება არაფერი. Co-ს ნაწილში ნორმა რჩება იგივე. მძღოლები მინდა დავამშვიდო, კატალიზატორის ვალდებულება მომავალ წელს არ ამოქმედდება. ნორმა შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1-ლი იანვრიდან. ანუ, თუ შემოგვყავს ახალი ავტომობილი, მხოლოდ მას მოეთხოვება კატალიზური გარდამქმნელის სავალდებულოობა." - აცხადებს ოთარაშვილი.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)