|
2021-12-09 19:26:57, 616 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - შერიგებამდე რომ მიხვიდე, ჯერ უნდა აღიარო, მერე ითხოვო პატიება და მერე, შეწყალება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად და მხარეების შესარიგებლად, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ დანაშაული უნდა აღიაროს, შემდეგ კი, პატიება ითხოვოს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მინიმუმ 6 წელი მოუწევდა სასჯელის მოხდა. „მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ბრალდებული კონკრეტულ საქმეებზე. მას მისჯილი აქვს. მინიმუმ 6 წელი მოუწევს სასჯელის მოხდა... როგორ უნდა შევრიგდე ან რას ნიშნავს შერიგება? შერიგებამდე რომ მიხვიდე, ჯერ უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება, მერე უნდა ითხოვო შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ, დღეს რა რეალობა გვაქვს, მიდიან პრეზიდენტთან, ერთადერთი შეწყალების ბერკეტი ხომ მას აქვს, და პრეზიდენტს - შენი დედა, შეგვიწყალე. ეს ახლა ნორმალურია? ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)