05:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:47:06, 535 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - საზღვრის კვეთის საქმეში გარემოებებია, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ

მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის. - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

მისი თქმით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომლებიც პირის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ.

"მიმდინარე პროცესი არის უბრალოდ ნონსენსი, როცა საქართველოს პრეზიდენტს ასამართლებენ საქართველოში ჩამოსვლისთვის.

სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ყოველთვის ის ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიძლება, არღვევდეს კიდეც კანონდებლობას. მოცემულ მომენტში მიხეილ სააკაშვილს კანონმდებლობა არ დაურღვევია და ამაზე იქნება საუბარი არსებითი განხილვის დროს. თუმცა რომ ჩავთვალოთ, რომ კანონმდებლობა ფორმალური თვალსაზრისით დაარღვია, არ დამალულა, ის არის მესამე პრეზიდენტი, საქმეს ახლავს თან კონტექსტი, რომელიც გამორიცხავს, როგორც ქმედების შემადგენლობას, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილს ბრალს. არსებობს საქმის კონტრაქტი, მათ შორის არსებობს ზეკანონური გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ პირის პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics