|
2021-12-09 12:46:57, 444 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს. სხდომაზე დედაქალაქის მერმა ფოტო-მასალაც წარადგინა, თუ რა მდგომარეობაში იყო პანო სამუშაოების დაწყებამდე და როგორ გამოიყურება ის დღეს. „მიმდინარე წელს, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანოს აღდგენა მის ავტორთან, მალხაზ გორგაძესთან თანამშრომლობით დავიწყეთ. პანო მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო, ილიას სიტყვები აღარ იკითხებოდა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნაც იყო, რომ ის მოწესრიგებულიყო. სამუშაოები დასრულებულია და დღეს აღნიშნული პანო ყოველმხრივ განახლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მოქალაქეებს, ისე პანოს ავტორს, მალხაზ გორგაძეს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)