|
2021-12-09 12:28:26, 531 ნახვა
პოლიტიკა
პროკურორი - მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეხვაძი განხადებით, ექს-პრეზიდენტ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ "ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში", - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)