|
2021-12-08 16:58:08, 419 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი მიიღებს, რომელთა ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ასევე, მოხდება 45 ილუსტრატორის ნამუშევრების კატალოგის წარდგენაც. ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. გაიყიდება ილუსტრირებული წიგნები, ილუსტრაციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია. უფრო კონკრეტულად კი: 13 დეკემბერს კატალოგის პრეზენტაციის შემდეგ ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას ნიკი თარხან-მოურავი გაუწევს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან შეხვედრა ელით თემაზე- გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში. შეხვედრის მოდერატორი კი დათო სამნიაშვილი იქნება. ფესტივალის პირველ დღეს ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა დაასრულებს. რაც შეეხება მეორე დღეს, ფესტივალის სტუმრები ილუსტრატორ ოლესია თავაძეს შეხვდებიან, რომელსაც მოდერატორობას ზაზა აბზიანიძე გაუწევს. ასევე, თამარ ლონდარიძე წარადგენს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნს - „ქართული მითიური პერსონაჟები“. დისკუსიის ფარგლებში გაიმართება საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე. ეს ყველაფერი არაა. სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ია გაბუნიას ახალი წიგნის - „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაციას, რომლის მოდერატორიც ნინო ძანძავა იქნება. ფესტივალის ბოლო დღეს დახურავს გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა. ასევე, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)