07:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 12:31:01, 461 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველბის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მედიკამენტების მიღებას აგრძელებს. 

ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს სატელევიზიო სიგნალი გაუთიშეს, რაზეც მას მძაფრი რეაქცია ჰქონდა ახლა კი პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია.

"ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა. 

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ცხადია, არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა.  პალატის დატოვების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი, შესაბამისად ის ამ სიგნალს ვერ იღებდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა უყუროს ტელევიზორს. 

რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ პენტენიცურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics