|
2021-12-08 11:33:51, 437 ნახვა
საზოგადოება
ფარმაცევტულ საწარმოებსა და დისტრიბუტორებს GMP/GDP ხარისხის სტანდარტის დაკმაყოფილების ვადისთვის დამატებითი პერიოდი განესაზღვრათ
ჯანაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს, ხარისხის ახალ - GMP სტანდარტზე გადასვლა მომდევნო წლის 1 იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა ამავედროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. უწყების ცნობით, გარდამავალი პერიოდის დაწესების შესახებ ინფორმაცია, ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მიაწოდა. მისივე თქმით, იგივე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც. "შეხვედრაზე, მხარეებმა ფარმაცევტული კუთხით 2022 წლიდან დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რაც საქართველოში კარგი საწარმოო (GMP) და სადისტრიბუციო (GDP) პრაქტიკის ამოქმედებას ისახავს მიზნად. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით დადგენილებაში შედის ცვლილება და იმ მწარმოებლებს, რომლებსაც GMP სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, მედიკამენტების ექსპორტის საშუალება მაინც ექნებათ. „იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს წლებია გარკვეული ბაზრები მეზობელ ქვეყნებში მოძიებული აქვთ და ისინი ვერ ახერხებენ ამ სტანდარტზე გადასვლას, მათ 2025 წლამდე ექნებათ უფლება, რომ მოახდინონ აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა, გაჟღერებული ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, ვისაც ახალ, ხარისხის სტანდარტზე გადასვლის სურვილი და რესურსი გააჩნიათ. „აბსოლუტურად, ძალიან გონივრულად და ჭკვიანურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან საუბარი კი არ არის გადავადებაზე იმ კომპანიებისთვის ვისაც არ აქვთ სურვილი, ან არ ემზადებიან. აქ არის ლაპარაკი, კონკრეტულად, გონივრულად, რა ვადებში უნდა მოხდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა იმ კომპანიებისთვის, ვისაც ამის სურვილი და რესურსი გააჩნიათ. ძალიან მნშვნელოვანია, რომ ექსპორტი არ ეზღუდებათ, ადგილობრივ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციასაც სხვა ქვეყნებში იღებენ არსებული დოკუმენტაციით“, - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ფარმაციის საბჭო, რომელიც სფეროში არსებულ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს", – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)