07:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 11:57:09, 578 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაუპირისპირდნენ თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, ღიბრაძე პასუხობს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და განხილვა საკითხების, როგორც ხდება ხოლმე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს და მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად საბრიფინგო ოთახში არ ჩავიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics