|
2021-12-06 10:20:29, 633 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, პროექტი ესტონურმა კომპანიამ „თიმბერბეთერი”, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური და საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Geo ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში, სატესტო სამუშაოები საქმიან ეზოებსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის შეგროვება და მათი ერთიან სისტემაში თავმოყრა. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. „მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღიაობისთვის და ესტონური ტექნოლოგიების არჩევისთვის საქართველოს ტყეების განვითარებაში. იმედს გამოვთქვამ, ასეთი წარმატებული დასაწყისით გავაგრძელებთ მომავალ თანამშრომლობას“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა. შეხვედრას ესტონეთის საელჩოს, კომპანიის „თიმბერბეთერი”, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)