|
2021-12-05 16:38:04, 650 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების Silk Road Wines და Emerald Vines Media წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების Silk Road Wines და Emerald Vines Media წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ამერიკული კომპანიის Silk Road Wines დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, ამერიკული კომპანიის Emerald Vines Media პრეზიდენტმა, ესმერალდა სტრუიკმა პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიზნები იყო განხილული. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეძლო, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა და ცნობადობა გაზრდილიყო. „ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედიატურების ჩატარებას, რათა ქართული ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. ქართული ღვინის ექსპორტი და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)