08:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 17:35:22, 886 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს 28-ე მინისტერიალზე 4 ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა

ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება - STOCKHOLM "QUADRIGA" STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE.

დოკუმენტში ე.წ. "ოთხეულმა" გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.

"ოთხეული", ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მილაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე,  ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე -ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება.

დოკუმენტში "ოთხეული" ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.

აღსანიშნავია, რომ "ოთხეულის" განცხადება არის  ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics