|
2021-12-04 15:41:59, 965 ნახვა
პოლიტიკა
ლიზა იასკო სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე - ნამდვილი მკვლელობა იქნება
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობა იქნება -ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ გნაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. "მე არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა 3 დღის განმავლობაში მენახა ის და დღეს ის უარესადაა. ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე და ეს ყველაფერი მაშფოთებს. ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოვიდა, რომ უახლოეს კვირებში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა სურთ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს გადაწყვეტილება ნამდვილი მკვლელობა იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება". - განაცხადა ლიზა იასკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)