|
2021-12-03 12:11:05, 760 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, სახელმწიფო ინტერესია, რომ გათავისუფლდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,ოპოზიციას ექნება აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების საკითხზე. „ვაპირებ განვიხილოთ სხვადასხვა დეტალები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. კი, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპარლამენტარებთან, ამიტომ მთელ ამ საკითხებზე, რომელიც რეალურად ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, იმას, რომ „ქართული ოცნება" მორიგ ჯერზე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას უღალატოს, რასაც გულისხმობენ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღებით“, - განაცხადა დეკანოიძემ. ამასთანავე, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდეს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებით, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის საპყრობილეში არ არის, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იყოს გათავისუფლებული“, - დასძინა დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)