|
2021-12-03 12:04:38, 590 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც. ცნობისთვის,, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)