22:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 10:55:17, 600 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, განიხილეს  ონკოლოგიისა და ტრანსპლნტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები.

ამასთან, საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც - ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა  და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნება ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პროფესიონალებით, ცენტრში სამედიცინო კვლევების გარდა შესაძლებელი იქნება პაციენტთა მკურნალობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას არის სავიზიტო ბარათი და ჩვენი მიზანია ის გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 
შეხვედრაზე მხარეებმა  ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს. 

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერებაც.

„მინისტრი თავად გახლავთ ონკოლოგიის დარგის ექსპერტი და მისთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიოში ამ მიმართულებით  განვითარების შესაძლებლობები, ძალიან  მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმაც. 

„ვისაუბრეთ ბევრ საერთო, საინტერესო საკითხზე, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკის გაზირება ძალიან მნიშვნელოვანია,რისთვისაც მზადყოფნას გამოვთქვამთ“ - განაცხადა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა. 

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს და უნგრეთის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics