09:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 15:45:35, 725 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, სააკაშვილმა ახსნა, რა სამკურნალო საშუალებებზე იყო ეს ხარჯი გაწეული

ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ ადვოკტმა ბექა ბასილაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სიტყვით წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება.

მისივე თქმით, ყველას, ვისაც ჰგონია, რომ პრეზიდენტი სამედიცინო პროცედურებს საკუთარი ხარჯით უნდა იკეთებდეს, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ აქვს.

 „დღევანდელ პროცესზე იყო მასმედიის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგელები. დღევანდელი პროცესის მერე, ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, ის წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, ეს სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვამ წერტილი დაუსვა სულ ყველა ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ელემენტარული, ბოტოქსი-ბოტოქსიო, რომ გაიძახინ, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა, თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრიზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3 000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოადგენა არ გვქონია“, - განაცხადა ბექა ბასილაიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics