22:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 12:20:45, 662 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“  (Ag-Lab)  ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები სამუშაო პროცესს გაეცნენ.

უწყების ცნობით, სტუდენტებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და აკრედიტებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.

ლაბორატორიაში, პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი ტარდება; პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა სრულად ხდება.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics