|
2021-11-30 16:07:23, 655 ნახვა
საზოგადოება
1-ელი დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენა სავალდებულო ხდება
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით წარუდგინოს - ,,იმპორტის წინასწარი შეტყობინება", რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. "2021 წლის 1 დეკემბრიდან, დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების სფეროში შემავალი ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსება, წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორებისთვის გლობალური პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, ერთხელ უკვე გადავადდა - 2021 წლის 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ, 3 300-მდე გადასახადის გადამხდელს (ავტორიზებულ გვერდზე), უკვე გაეგზავნა შეტყობინება." - ნათქვამია ინფორმაციაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1483 და ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge ან ესტუმროთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=506 https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=505 https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=504
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)