11:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 13:42:42, 934 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი – პრემიერი, რომელიც დიდი აღტაცებით გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, უბრალოდ ხალხს აღიზიანებს

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალიან დიდი აღტაცებით გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, უბრალოდ ხალხს აღიზიანებს, – ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საზოგადოება პირდაპირ საკუთარ ჯიბესა და მაცივარზე გრძნობს, იზრდება თუ არა ეკონომიკა.

‘’პრემიერ მინისტრზე მინდა ვთქვა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ბოლო დროს გვეუბნება, რომ ძალიან დიდი აღტაცებით, რომ არნახულად იზრდება ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს ევროპასაც კი ვაოცებთ, მე ცოტა უტრირებულად ვამბობ მაგრამ ისე იზრდება ჩვენი ეკონომიკა სრულიად გაჩერებული, რომ იყო ქვეყანა და იმის ფონზე, რომ რაღაც გაფაჩუნდა და ზრდაა გასაგებია, ასეთი გადაჭარბებული ღიჟინა და აღტაცება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს, ასე არ შეიძლება, პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე და მაცივრებზე ვგრძნობთ ეკონომიკა გაიზარდა თუ არა’’–პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განცხადება პარლამენტის სხდომაზე გააკეთა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics