11:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 13:17:44, 896 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – გუშინ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

გუშინ ვიხილეთ დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელსაც წლების მანძილზე, ბოროტად იყენებდა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილმა ვერ აღასრულა ის გეგმა, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი საქართველოში ჩამოსვლისას, რადგან სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე.

"სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ, ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა" – გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და წლების მანძილზე, ბოროტად იყენებდა. გარდა იმისა, რომ მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშულებები, ის დღესაც, დღემდე, არის საზოგადოებრივად საშიში. ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად ის, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდებოდა, მას რომ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ეს არის მხოლოდ თეორიული დაშვება და ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს", – განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics