|
2021-11-30 12:36:47, 348 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საპოლიციო და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. "სწავლების თეორიული ნაწილი შსს-ს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება და დაშავებული პირებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა; პოლონეთის გამოცდილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით; საპოლიციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო შემთხვევის დროს კოორდინაცია საპოლიციო და სამაშველო დანაყოფებს შორის და სხვ. სწავლების დახურვის ღონისძიებას პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, შსს-ს აკადემიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. სწავლება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტრენინგი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა." - წერია ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)