|
2021-11-29 17:26:48, 647 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. - ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) საქართველოს სამხედრო პოლიციასა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, იტალიელი კარაბინიერების ხელმძღვანელობით, ნოემბერში საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულმა სპეციალიზირებული სწავლება გაიარა. აღნიშნული ტრენინგი სამხედრო პოლიციის ოცეულს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. "პროექტი ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის მიერ ხორციელდება და სრულად ფინანსდება იტალიური მხარის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს სამხედრო პოლიციის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო პოლიციის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა იტალიის ჩართულობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობაში და ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, იტალიის ელჩმა სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული კურსის წარმატებით ჩატარებისთვის სერტიფიკატი გადასცა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს, პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანს." - წერი ინფორმაციაში
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)