|
2021-11-29 11:20:56, 437 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო
„საქართველოს ბანკი“ მცირე ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო. დღესდღეობით კაფე რაიონში შეკრების ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ტრენინგებს, ფილმის ჩვენებებს, პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „ქეთოსთან“ მისულ სტუმრებს კაფის განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი თავს მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინებს. კაფე შშმ. პირებისთვის არის ადაპტირებული და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. „ქეთოსთან“ 10-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შშმ. პირები. „ქეთოსთან“ ის სივრცეა, რომელმაც შეიძლება ითქვას, ლანჩხუთი გამოაცოცხლა და ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიური გახადა. მართალია, პანდემიის დროს გავიხსენით, თუმცა უკვე 20-მდე ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და კაფე მალევე ადგილობრივების საყვარელ ადგილადაც იქცა. გარდა იმისა, რომ კაფე სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს მასპინძლობს, „ქეთოსთან“ არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება მომსახურების სფეროში და განევითარებინა სხვადასხვა უნარები. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა, უფრო ირწმუნეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაიჯერეს, რომ ლანჩხუთშიც შესაძლებელია საქმის კეთება“, - აცხადებს სოციალური კაფის დამფუძნებელი, ქეთევან წილოსანი. „ისეთი ინიციატივები, როგორიცაა სოციალური კაფე „ქეთოსთან“, ხელს უწყობს რეგიონებში არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სივრცე რაიონში ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება და ადამიანები ერთმანეთს იდეებს უზიარებენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მხარი დავუჭიროთ მეტ მსგავს პროექტს, რათა მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი თავის და იმის, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა. „საქართველოს ბანკი“ მცირე ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ლანჩხუთში სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მოეწყო. დღესდღეობით კაფე რაიონში შეკრების ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ხშირად ტრენინგებს, ფილმის ჩვენებებს, პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოებს მასპინძლობს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 25,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. „ქეთოსთან“ მისულ სტუმრებს კაფის განსხვავებული ინტერიერი და ექსტერიერი თავს მყუდროდ და კომფორტულად აგრძნობინებს. კაფე შშმ. პირებისთვის არის ადაპტირებული და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. „ქეთოსთან“ 10-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შშმ. პირები. „ქეთოსთან“ ის სივრცეა, რომელმაც შეიძლება ითქვას, ლანჩხუთი გამოაცოცხლა და ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიური გახადა. მართალია, პანდემიის დროს გავიხსენით, თუმცა უკვე 20-მდე ღონისძიებას ვუმასპინძლეთ და კაფე მალევე ადგილობრივების საყვარელ ადგილადაც იქცა. გარდა იმისა, რომ კაფე სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს მასპინძლობს, „ქეთოსთან“ არაერთ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, მიეღო გამოცდილება მომსახურების სფეროში და განევითარებინა სხვადასხვა უნარები. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ქალბატონებმა, უფრო ირწმუნეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაიჯერეს, რომ ლანჩხუთშიც შესაძლებელია საქმის კეთება“, - აცხადებს სოციალური კაფის დამფუძნებელი, ქეთევან წილოსანი. „ისეთი ინიციატივები, როგორიცაა სოციალური კაფე „ქეთოსთან“, ხელს უწყობს რეგიონებში არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სივრცე რაიონში ერთადერთი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება და ადამიანები ერთმანეთს იდეებს უზიარებენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - მხარი დავუჭიროთ მეტ მსგავს პროექტს, რათა მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი თავის და იმის, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)