|
2021-11-29 10:09:34, 555 ნახვა
საზოგადოება
ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია
ბათუმის „დინამომ" ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ,,დინამოს" ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა, დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა გამარჯვებით. ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ ,,შავი ზღვის პირატებს" და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის ,,დინამო" არაერთხელ გაგვახარებს." 1923 წელს დაარსებული გუნდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ბათუმის ,,დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)