|
2021-11-28 18:09:02, 888 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე - დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხეში წამების ფაქტთან
მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს, - ასე აფასებს ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდოგარეობას. როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განახცადა, მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი უდასტურდება, რაც კავშირშია ციხესა და სისტემაში არსებულ წამების ფაქტთან. „წინასწარი შედეგებით, რაც შეგვიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში იმყოფება ციხეში და სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იცით, რომ ეცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც შიმშილობის შედეგი გახლავთ. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, მას ისეთი ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნება, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წარდგეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, - განაცხადა ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ხვალ, 29 ნოემბერს ე.წ "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)