|
2021-11-28 12:05:52, 901 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში, მიწის ქვეშ მოყოლილი 65 წლის კაცი მართვით სუნთქვაზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ტყიბულში, ქვანახშირის შახტში მიწის ქვეშ მოყოლილი 65 წლის ვიტალი ტურძელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი, დავით ჯანაშია აცხადებს, პაციენტს გულმკერდის და მუცლისღრუს ორგანოების დაჟეჟილობა და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი უფიქსირდება. ხოლო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. „შემოყვანილი იქნა პაციენტი, ვიტალი ტურძილაძე 65 წლის ტყიბულიდან, უმძიმეს მდგომარეობაში. გულმკერდის ორგანოს დაჟეჟილობით, მუცლისღრუს ორგანოს დაჟეჟილობით და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით. ამჟამად, პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომაროება არის ძალიან მძიმე და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ - ამბობს ექიმი. ცნობისთვის, შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მასის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი ოპოვეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)