13:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 15:31:41, 979 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი მივიდა.

"ჩვენ მოვედით მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმების მიზნით და ვნახავთ, შეგვიშვებენ თუ არა. გვაქვს წერილები პენიტენციური სამსახურიდან და შეგვიშვებენ თუ არა ვნახავთ. ცენტრი "ემპათია" დიდი ხანია ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია ორი დასკვნა, რაც შეეხება ექსპერტებს, ეს მულტიფუნქციური ჯგუფია", – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამასთანავე, მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის 29 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს ექსპერტები არ წყვეტენ. 

"რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას სასამართლოში წაყვანა-არწაყვანასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ეს არის ადამიანის უფლება სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს მისი ეს უფლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics