|
2021-11-26 13:24:36, 821 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ვადაგასული საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს, ეს ნიშნავს არჩევნების გაუქმებას იქ, სადაც „ოცნებას” შედეგები არ აწყობს
„ასეთი რეჟიმისგან ეს თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ასეთ მეთოდებს მიმართავდა, რაც ვნახეთ, არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა ჩვენთვის, გვჭირდებოდა ბევრად უფრო დიდი პროპორციით უპირატესობის მოპოვება.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ ქალაქებში, სადაც ვადაგასული საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს არჩევნების გაუქმებას ნიშნავს იქ, სადაც „ოცნებას” შედეგები არ აწყობს. „ეს არის დემონსტრირება იმისა თუ როგორ ეპყრობა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენს მოქალაქეებს, არა მხოლოდ ოპოზიციას. ეს არჩევნები, რომელიც ჯამში იმ მანიპულაციების, ძალადობისა და მოსყიდვის შედეგად, რასაც მიმართა ივანიშვილმა, არალეგიტიმურია. წააგო არსებითად ყველა დიდ ქალაქში და ვერც 43% ვერ აიღო რეალურად ყველა მონაცემით ივანიშვილის რეჟიმმა. ამის მიუხედავად მან ვერ მოახერხა თავის ამოცანის მიღწევა ბევრ ადგილში, არა მხოლოდ წალენჯიხაში, სადაც მერიც კი წააგო, არ ეყო არალეგიტიმური ქმედებები, არამედ უმრავლესობა ვერ მოიპოვა საკვანძო საკრებულოებში. როგორ იქცევა ახლა - რადგან ჩვენ ვერ შევძელით მისი სრულად დამარცხება, ამიტომ იყენებს სრულიად ცინიკურ და უკანონო მეთოდებს იმისთვის, რომ ვადაგასულ საკრებულოს ამტკიცებინებს ბიუჯეტს, რომ გაიმარტივოს საქმე. ეს არის დიდი დარტყმა თვითმმართველობისთვის და არჩევნების გაუქმება იქ, სადაც არ აწყობთ. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა გამომდინარეობს. არა ის, რომ ვთქვათ არჩევნებს აზრი აღარ აქვს, არამედ ვთქვათ, ასეთი რეჟიმისგან ეს თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ასეთ მეთოდებს მიმართავდა, რაც ვნახეთ, არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა ჩვენთვის, გვჭირდებოდა ბევრად უფრო დიდი პროპორციით უპირატესობის მოპოვება. ანუ იქ, სადაც ახლოს მივედით მაგალითად ბათუმში ყველა ამ მანიპულაციის მიუხედავად, საჭირო იყო უფრო დიდი უპირატესობა, იმხელა ან კიდევ უფრო დიდი მაგალითად, როგორიც იყო წალენჯიხაში. როცა ეს მოხდება მთელ ქვეყანაში, ამ რეჟიმს არ ეყოფა ეს მეთოდები და თუ კი ასეთი უპირატესობის პირობებში კვლავ ნების შეცვლა მოხდება, მაშინ იქნება წინაპირობაც არასაარჩევნო პროტესტისთვის, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა სჭირდება ვიდრე საარჩევნო წარმატებას.“ - განაცხადა ბოკერიამ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)