|
2021-11-25 14:43:13, 834 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და კორეას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ჩონგ სუ პარკი (Chong Soo Park) ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების და ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის მიმართულებებზე გამახვილდა. „საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, რომელთა განხორციელებისთვის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 90 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ქართული პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის ზრდის მიმართულებით. კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონგ სუ პარკმა ქართულ მხარეს კორეის ახალი ჩრდილოეთ პოლიტიკის და მწვანე შეთანხმების პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და სამომავლო პროექტებს. „მომავალ წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წელი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა ჩონგ სუ პარკი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)