|
2021-11-25 13:16:43, 526 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. „დღეს სამგორის რაიონში 30 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ეს არის დაკანონების პროგრამა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ 2017 წლიდან, როდესაც არჩევნები მოვიგეთ. უკვე 2500-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგია. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს და პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ამხელა სიხარულს ვხედავ მათ სახეზე. ასევე, მინდა, მივმართო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს: აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში წარსადგენ საბუთებთან დაკავშირებით, რათა მთავრობის სხდომაზე მოხდეს დამტკიცება და საცხოვრებელი ფართების გადმოცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა უკვე დაკმაყოფილებული განცხადებებისა, თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მოწმობების გადაცემის ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სარდიონ ბურდულაძე იმყოფებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)