|
2021-11-25 12:59:08, 496 ნახვა
საზოგადოება
NCDC- მ კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების 2 წლის ანგარიში წარადგინა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუშაობის 2 წლის ანგარიშს წარადგენს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მათივე ინფორმაციით, ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარებაა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში ცენტრის მიერ განხორციელებულ იქნა ეფექტური აქტივობები. „მას შემდეგ რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის როლი კარგად დავინახეთ. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება მნიშვნელოვანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაავადების კონტროლის ცენტრმა 2 წლის ანგარიში წარადგინა. რა გააკეთა ,რას აპირებს სამომავლოდ და რა არის მათი მთავარი ამოცანა. კითხვები რომლებიც დღეს აქ დაისმება, ჩვენ სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნის და დროული რეაგირების გზით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)