|
2021-11-25 11:15:22, 550 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო შრომისუნარიანი მოსახლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესშიც ჩაერთვება
ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ახალი სოციალური პოლიტიკის მიდგომები განმარტა და აღნიშნა, რომ დამსაქმებელი იქნება როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო. „კერძო სექტორის მოთხოვნა, რაც არსებობს სამუშაო ძალაზე, საკმაოდ დიდია; მაგალითად, სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში სამუშაოები სეზონურია, მაგრამ საკმაოდ დიდი დისბალანსია მოწოდებასა და მოთხოვნას შორის. ხშირ შემთხვევაში, დასაქმებაზე უარს ამბობენ იმის გამო, რომ სოციალური დახმარების სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შიში აქვთ, ეს კი ახალ პროგრამაში დაზღვეული იქნება და სიტუაცია გაუმჯობესდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზეც ისაუბრა, ვინც ახალი პროგრამის ფარგლებში უნდა დასაქმდეს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებითაც გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორში დამატებითი გადამზადების ნაწილში სახელმწიფო ჩაერთოს სრულად. ის კვალიფიკაცია, რომელიც კერძო სექტორს სჭირდება ელემენტარული სამუშაოებისთვისაც კი, მთლიანად დააფინანსოს სახელმწიფომ და პოტენციურ დასაქმებულებს კვალიფიკაცია ავუმაღლოთ. როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გარკვეული წვრთნა მიიღონ პროფესიულ სასწავლებლებში, რაშიც განათლების სამინისტრო ინტენსიურად ჩაერთვება. სახელმწიფო გაიღებს დამატებით ხარჯებს, რომ მათ ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო პირობები”, - აღნიშნა ვიცეპრემიერმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, გეგმა მოიაზრებს, რომ ადამიანებს, როგორც კი ექნებათ შრომის გამოცდილება და დაიწყებენ შრომით პროცესში მონაწილეობას, გაუჩნდებათ კიდევ უფრო მეტი სურვილი, ამბიცია, ექნებათ მონდომება, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი კვალიფიციური სამუშაოს შესრულების შემთხვევაში. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომლის თანამონაწილე მეც ვარ, სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას. ჩვენ გვჭირდება, რომ ძალიან სწრაფი შედეგები ვაჩვენოთ საზოგადოებას. შედეგები უნდა იყოს ძალიან კონკრეტული ყველა მიმართულებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)