|
2021-11-25 10:58:49, 552 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სოციალურ დახმარებაზე - პროგრამის არსი ხარჯების სწორად და შესაბამისად გამოყენებით დამატებითი ღირებულებების შექმნაა
„სოციალური დახმარების მიმღები ხუთასი ათასი პირიდან, 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია; მინიმუმ, 200 ათას ადამიანს შესწევს უნარი ესა თუ ის სამუშაო შეასრულოს, მაგრამ ამას სჭირდება სწორი ორგანიზება და, რა თქმა უნდა, მეტი ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - შემუშავებული და შექმნილია ელექტრონულ მონაცემთა ბაზები”, -განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 200 ათასი ადამიანის საზოგადოებრივ შრომაში ჩართვა აბსოლუტურად რეალურია და ამის მაგალითები არსებობს; გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში და ა.შ., ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით. „ევროკავშირს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მაღალი სტანდარტი გააჩნია. ჩვენც გვინდა, რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავიდეთ. 200 ათასი ადამიანი ძალიან დიდი სამუშაო ძალაა, რომელიც შეიძლება ქმნიდეს ღირებულებას; ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უმჯობესდებოდეს და არა უარესდებოდეს. ამიტომ, პროგრამის არსი არ არის იმ საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა, რომელსაც დღეს სოციალურ დახმარებებში ვხარჯავთ, არამედ მათი უფრო სწორად და შესაბამისად გამოყენებით, უნდა შევქმნათ დამატებითი ღირებულებები”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)