|
2021-11-25 10:30:42, 615 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - სოციალური ბენეფიტის მიმღები ადამიანები თავს არიდებენ ლეგალურად შრომას
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა; დასაქმების კუთხით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა დასაქმების სააგენტო, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, მოხდა მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების ანალიზი, გვაქვს უფრო საიმედო მონაცემთა ბაზები, რაც გაანალიზებულია დეტალურად, მუნიციპალიტეტების ჭრილში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ ჩვენ მოვემზადოთ უფრო თამამი, უფრო პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის. ზუსტად ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ დღეს და არა გუშინ. ყველაფერს სჭირდებოდა მომზადება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი, ის ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას, ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ თვლის, ეს შეიძლება იყოს დროებითი დასაქმება ან დაბალანაზღაურებადი სამუშაო. „ყველაზე დაბალი ანაზღაურებაც კი, სოციალურ დახმარებაზე მეტია, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სოციალური დახმარება სტაბილური და დიდი ხნის შემოსავალია; ურჩევნიათ ამ სტატუსის შენარჩუნება, ვიდრე სამუშაოზე დათანხმება. ამის გაუმჯობესების მცდელობა იყო, გვაქვს ახალ პოლიტიკაშიც. ასე რომ, ეს იყო სამთავრობო გუნდში განხილვის საგანი წლების განმავლობაში. რაღაც გაუმჯობესებები გვქონდა, მაგალითად, დასაქმებულებს სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უჩერდებოდა, რომ წაგვეხალისებინა დასაქმება სოციალური დახმარებების მიმღებთათვის, ის რისკები, რომ სოციალურ დახმარებას დაკარგავდნენ - შეგვემცირებინა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ის ინიციატივა, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს უფრო მეტად გაუმჯობესებულ ხედვას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)