08:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 13:55:50, 1088 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომლებს იმუნიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომლებს შეხვდა და ვაქცინების უსაფრთხოებაზე, იმუნიზაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის დასასრულს, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ იმუნიზაცია მათთვის სასურველი ვაქცინით - ფაიზერით, სინოვაკით ან სინოფარმით.

ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ, ორგანიზაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მაღალი ინტერესისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აჭარაში სულ 232 702 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის: I დოზით მოსახლეობის 35 -ია ვაქცინირებული, ზრდასრული მოსახლეობის 45.9 %. ხოლო II დოზით მოსახლეობის 30.4 % და ზრდასრული მოსახლეობის 39.9 %. აცრილია სამიზნე ჯგუფის 66.5 %.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics