|
2021-11-23 22:13:52, 1168 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ფეი - კომუნალურების მარტივად დასაფარად
თიბისი ფეი სწრაფი გადახდების ის სისტემაა, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. თუ გადახდების მომენტალურად შესრულება გინდათ, თიბისი ფეის ყველგან იპოვნით - ქუჩაში, ინტერნეტ ბრაუზერში და უკვე აპლიკაციის სახით მობილურშიც. მისი საშუალებით 1000-ზე მეტ სერვისს მარტივად და მოსახერხებლად გადაიხდით, მათ შორისაა კომუნალური გადახდებიც. იცოდით, რომ თიბისი ფეიზე რამდენიმე გადახდის ერთად თავმოყრა და მათი ერთდროულად, ერთი კლიკით გადახდა შეგიძლიათ? აქ კიდევ სხვა დამატებით ფუნქციებსაც აღმოაჩენთ, რომელთა გამოყენებითაც ონლაინ გადახდებს მარტივად და მოსახერხებლად შეასრულებთ. გაინტერესებთ როგორ? გადახდების ერთიანი სივრცეთიბისი ფეის ციფრული პლატფორმა ონლაინ გადახდების კომფორტულად გადასახდელად შეიქმნა. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს გადახდების ერთიანი სივრცით და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა საჭირო სერვისი. ამ სივრცეში ყველა იმ კომპანიას შეხვდებით, რომელთა სერვისებითაც ყოველდღიურად სარგებლობთ, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციებს, საბანკო და საფინანსო სექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაზღვევო კომპანიებს, ამანათების ტრანსპორტირების კომპანიებს, საქველმოქმედო ფონდებს და ა.შ. ამჯერად კომუნალური სერვისების ოპერატორ კომპანიებზე შევჩერდებით, რადგანაც კომუნალური გადახდები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია. მათ დასაფარად კი თიბისი ფეის გამოყენება ყველაზე იოლი და მოსახერხებელი გზაა. კომუნალური გადახდები, როგორც წესი, რამდენიმე მნიშვნელოვან სერვისს აერთიანებს, ესენია ბუნებრივი აირი, ელ.ენერგია, დასუფთავება და წყალი. კომუნალური სერვისების კატეგორიის არჩევისას სწორედ ამ ჩამონათვალს იხილავთ. ამ დროისათვის თიბისი ფეის სისტემაში 59 სერვის-ოპერატორია წარმოდგენილი, მათ შორის არიან არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით მომუშავე კომპანიებიც, მაგალითად ბათუმის წყალი, ქუთაისის დასუფთავების სამსახური, სენაკის გაზი, საჩხერის წყალკანალი და სხვა. აქვეა წარმოდგენილი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მიერ შექმნილი ახალი საცხოვრებელი უბნებიც. მაგალითად ლისი დეველოპმენტი, მ2 იპოდრომთან, ოპტიმა ისანი, სახლი კიკვიძის ბაღთან და ა.შ. თუ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობთ, ყოველთვიურ დავალიანებას აბონენტის ნომრის მითითებით, მარტივად დაფარავთ. თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გადახდების შესრულებისთვის რაც შეიძლება ნაკლები დრო დაგჭირდეთ. სხვა მრავალ საჭირო და სასარგებლო ფუნქციასთან ერთად, აქ ვირტუალური საყიდლების კალათაა წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ ამ კალათაში დააამატოთ ყველა საჭირო გადასახადი, თავი მოუყაროთ სხვადასხვა სერვისს და მათი ღირებულება ერთიანად, ერთი კლიკით გადაიხადოთ. ვირტუალური კალათით სარგებლობა ბევრად დაგიზოგავთ დროს, თავიდან აირიდებთ საბარათე მონაცემების ყოველი გადახდისას თავიდან შეყვანას და გაიმარტივებთ რუტინულ პროცესს. ვებგვერდი და აპლიკაციათიბისი ფეი ონლაინ სივრცეში ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის სახითაა წარმოდგენილი. ორივე მათგანი გამოსაყენებლად მარტივი და კომფორტულია. ორივე მათგანში შესაძლებელია სერვისების სწრაფად და მომენტალურად გადახდა, მესამე პირისთვის თანხის გადარიცხვა და სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციის გამოყენება. თუმცა მობილურ აპლიკაციაში დამატებულია სერვისი „მოითხოვე თანხა“, რაც საშუალებას მოგცემთ მესამე პირს გაუზავნოთ SMS შეტყობინება და სთხოვოთ თქვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ ერთად მოაგროვოთ ფული მეგობრების ან თანამშრომელთა ჯგუფმა საერთო საქმისთვის, დაბადების დღისთვის, პიკნიკისთვის, ლანჩისთვის და ა.შ. თუ თანხის მოგროვებაა საჭირო, ამ მისიის შესასრულებლად სწორედ ეს ახალი ფუნქცია გამოგადგებათ. ვებგვერდი და აპლიკაცია კიიდევ უფრო მარტივს ხდის ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებას - იხდით დისტანციურად, სახლიდან ან სხვა ნებისმიერ ადგილიდან, სადაც ინტერნეტი გაქვთ, იხდით თქვენთვის სასურველ დროს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და იღებთ გარანტიას, რომ გადარიცხვა მომენტალურად შესრულდება და გადახდილი თანხაც დაუყოვნებლივ აისახება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)