15:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 20:23:15, 708 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი - ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა

''ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა''- ამის შესახებ, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსულმა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

''გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია.''-აღნიშნა მან ასევე მან წინა შეხვედრის დროს წარმოქმნილ პრობლემებზე და გარკვეულ საკითხებზე ისაუბრა რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია, მაგალითად ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას, პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს, ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ აპირებენ შეკრებას, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკურ შეფასებას გააკეთებენ შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი 19 ნოემბერს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics