06:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 15:32:11, 633 ნახვა

საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის გარე პერიმეტრზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ გადაყვანილი პოლიციამ დამატებით სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. 

უსფრთხოების ზომები გამკაცრებულია ჰოსპიტალის იმ ნაწილშიც, სადაც მესამე პრეზიდენტი მკურნალობს.

დღესვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის ექიმებს ელოდებიან. მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ, დღესვე მოინახულებენ მისი უფლებადამცველები. 

ადვოკატი იმედოვნებს, რომ - სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე პერიოდში ექსპრეზიდენტის მონახულებას შეძლებს.

"ჩვენ ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების სურვილი და უფლება გვაქვს მინიმუმ იმ ინტენსივობით და შესაძლებლობით, რაც არსებობდა აქამდე - სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე პერიოდში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შესაძლებლობა არ შეგვეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამხედრო ჰოსპიტალს ჰქონდეს თავისი რეგულაციები, დაცვის უფლება არის უპირველესი", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და 50 დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა. გვიან ღამით კი  გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics