06:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 12:37:00, 596 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულების მოკლე და გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია „თავისუფალ სივრცეში” წარადგინა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულების მოკლე და გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია ,,თავისუფალ სივრცეში“ წარადგინა.

შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სამინისტროს პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ინდირა ნაკაიძემ აუდიტორიას დეტალურად წარუდგინა ბოლო წლებში სოციალური მიმართულებით დანერგილი ახალი სერვისები - დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილტაციის, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიულ პაციენტთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამები. შეხვედრაზე განიხილეს 2022 წელს დაგეგმილი სიახლეები, კერძოდ: იგეგმება ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილტაციის პროგრამების ბიუჯეტის, შესაბამისად მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა. ასევე დაგეგმილია, ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა და პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები.  გაიზრდება  მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებიც.

სამინისტრო 2022 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას აანონსებს და 3 251 400 ლარს შეადგენს.

,,მსგავსი შეხვედრა არ არის პირველი, პირადად მე 2018 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენი თემის არაერთი რეკომენდაციაა გათვალისწინებული და გვაქვს ამისი პოზიტიური პრაქტიკა“ - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წარმომადგენელმა, დეა ერემაშვილმა.

პრეზენტაციის ბოლოს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics