19:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 16:52:17, 874 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს, ამ წუთებში განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს.

აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა გამოსავალია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„მე შიმშილობის დაწყებამდე მქონდა კონსულტაციები, თუ რა შეიძლება ყოფილიყო გამოსავალი ამ ვითარებიდან და ჩემი პოზიცია იყო დაფუძნებული ექსპერტებთან, კოლეგებთან საუბარზე და გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით მკურნალობის. ამიტომ ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის, მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, ფრთხილები, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება შესულიყო და სწრაფად გამოეტანა პოზიცია მიხეილ სააკაშვილის, ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით და ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა, ეს უნდა იყოს ადვოკატების თანდასწრებით, ამიტომ, მე როგორც ვთქვი, გორში გადაყვანა, როგორც გადაწყვეტილება, ეს არის ამ უკიდურეს კრიზისის ფონზე საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics