19:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 13:38:08, 677 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთელი უბედურება დაიწყება მაშინ, თუ სააკაშვილს კლინიკაში გადაიყვანენ

საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და საფუძელი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს შექმნას აღქმა, თითოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანით „ეს სპქტაკლი და უბედურება დასრულდება“, თუმცა მისივე თქმით, „მთელი უბედურება“ სწორედ მაშინ დაიწყება.

„ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, რომ თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით, ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის ნაწილში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics