20:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 09:54:57, 482 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიამ საპროტესტო მანიფესტაციები და მსვლელობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა და საპროტესტო აქციის ლოკაციად რესპუბლიკის მოედანი აირჩია.

„ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics