|
2021-11-18 23:58:41, 591 ნახვა
საზოგადოება
ექიმების გაერთიანება და ასოციაციები - კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტია
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. ასოციაციის შეფასებით, კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტია. "კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაწალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეტილდღეობით და ჯანმრთელობით. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს. მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა", - წერია განცხადებაში. ხელმომწერი ექიმები არიან: 1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” - არჩილ ჩხოტუა 2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” - თენგიზ ასათიანი 3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” - ნიკოლოზ კინტრაია 4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი 5. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაცია - ზურაბ ხაბეიშვილი 6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” - გიორგი ჩახუნაშვილი 7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება" - ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი 9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია 10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი - მარინა შიხაშვილი 11. აიპ "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" - მარიკა ალფაიძე 12. გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე 14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე 15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე 16. სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე 17. ნეიროქირურგთა ასოციაცია - გიორგი ინგოროყვა 18. "საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია" ზურაბ კლიმიაშვილი დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა არის "ფეიკი" და თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, ამას შესაძლოა მოჰყვეს ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა". დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)