|
2021-11-18 10:48:47, 505 ნახვა
საზოგადოება
შსს - საქართველო კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია
ამერიკულმა ორგანიზაცია "Gallup" -მა - გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში. რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ. ორგანიზაცია "Gallup" ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, "Gallup"-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ - საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)