22:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 21:49:37, 785 ნახვა

პოლიტიკა
კონსილიუმის ექიმი - მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაშია

 როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის- ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არის გარკვეული სახის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა დარგის ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ.

„როდესაც პაციენტს აქვს რომელიმე ორგანოს - მაგალითად, გულის, ღვიძლის ან ფილტვის დაავადება, სპეციფიკური მკურნალობა არის საჭირო, რაც უფრო ადვილია. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად შიმშილობს, მას ყველა ორგანოს დაზიანება განუვითარდება და ფატალურ მდგომარეობამდე ძალიან ცოტა დრო არის. ჯერ ის სტადიაა, როდესაც ამ ადამიანის ინტენსიურად მკურნალობა შეიძლება და ფატალური გართულებების თავიდან აცილება. ამას სჭირდება ბევრი სხვადასხვა სახის სპეციალისტის არსებობა, კვლევები. იქ არის გარკვეული შესაძლებლობა, მაგრამ ყველა სპეციალისტი ადგილზე არ ჰყავთ, არიან გამოძახებით და მორიგეობით“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მან ასევე განმარტა, რომ კონსილიუმის საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუტანია, თუმცა უკვე ფინიშისკენ მიდის.

"ჯერ საბოლოო დასკვნებამდე არ მივსულვართ, მაგრამ უკვე ფინიშისკენ მიდის. კარგი არის ის, რომ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ. მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ეს არც არის გასაკვირი, მას უკვე დაეწყო მეტაბოლური ცვლილებები, ჯერ სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ არის უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპია",- განაცხადა გრიგოლიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics