06:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 19:57:38, 585 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ არტურ ლაისტის ქუჩაზე 5200 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოაწყო. რეკრეაციული სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. - ამის სესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

„აქ ყველა ადამიანისთვის, პატარასთვის თუ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოა. ძაღლებისთვისაც სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, ველობილიკი მოეწყო. მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგეობას და მის თანამშრომლებს. ქალაქს ასეთი პროექტები სჭირდება. ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება, მსგავს სამუშაოებს ჩავატარებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ორი საბავშვო და სპორტული მოედანი,  ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე,  ფანჩატური, სარწყავი სისტემა და LED განათება. ასევე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 028 740 ლარით დაფინანსდა.

რეკრეაციული სივრცე თბილისის მერთან ერთად, საკრებულოში და პარლამენტში ისნის მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics