22:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 19:50:22, 684 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში პრეზიდენტისა და საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს პრეზიდენტის მორიგი არაფრისმთქმელი გამოსვლა იყო. 

„ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით.“- განაცხადა  გიგა ბოკერიამ

როგორც ბოკერია განმარტა, საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრისას, პრეზიდენტის და საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს  პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა.“- განაცხადა ბოკერიამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics